понедельник, 14 июня 2010 г.

მანდარინის წვენის დამზადება


პროექტის სახელი: მანდარინის წვენის დამზადება
პროექტის მოკლე აღწერა: მანდარინისგან წვენის გამოწურვა შენახვის ტექნოლოგიის დამუშავება, და შენახული წვენის ვარგისიანობის შემოწმება ლაბორატორიაში.
პროექტის სრული აღწერა: აჭარის მოსახლეობა რეალიზაციას ვერ უკეთებს მანდარინის ნაყოფს, რომელიც ზომით პატარაა, ამიტომ იძულებულია გადაყაროს მანდარინი და დაანაგვიანოს სოფლის მდინარეები. შესაძლებელია ოჯახურ პირობებში წვენის გამოწურვა და შენახვა. შენახვა კი შეიძლება ორი მეთოდით: 1. გასტერილება და მოხუფვა. 2. შაქარში დადუღება ტემპერატურის გაზრდის გარეშე.
მონაწილეთა ასაკი: მეცხრე–მეთორმეტე კლასის მოსწავლეები
ვადები, ხანგრძლივობა: 2010–2011 წელი
პროექტის შესაძლო აქტივობებიბ კლასში: შეიქმნება ჟგუფები: გამომკითხველთა ჯგუფი, ოჯახურ პირობებში წვენის გამოსაწური ხელსაწყოს დამამზადებელი ჯგუფი, წვენის გამომწურავი ჯგუფი, წვენის გამომკვლევი ჯგუფი, პრეზენტატორების ჯგუფი. თითოეულ ჯგუფს ეძლევა შესაბამისი დავალება განსაზღვრული ვადებში. გამომკითხველთა ჯგუფი ადგენს მიზეზს, თუ რატომ არ იყენებს მოსახლეობა საკუთარი ხელით მოყვანილ ნატურალუტ პროდუქტს და რატომ იხდის ფულს იმავე პროდუქტში ბაზარზე ე.წ.''ფანტა"–ში. მეორე ჯგუფი შეიმუშავებს გამოწურვის ტექნოლოგიას, ისე, რომ ნაყოფის ზლიერი წყლეტა არ მოხდეს გამოწურვის დროს, რადგან "C" ვიტამინი მექანიკური ზემოქმედებითაც იშლება. მესამე ჯგუფი გამოხდის მანდარინის წვენს და შეინახავს ორი მეთოდით. მეოთხე ჯგუფი ზაფხულში შეამოჭმებს ლაბორატორიულად შენახული წვენის შემადგენლობას და დაადგენს მის ვარგისიანობას. მეხურე ჯგუფს დაევალება მოსახლეობაში პრეზენტაცია შედეგების.
მოსალოდნელი შედეგები: სარეკლამო რგოლი
სარგებელი სხვებისთვის: მოსახლეობა გამოიყენებს მანდარინის წვენის გამოხდის ტექნოლოგიას ოჯახურ პირობებში
სამუშაო ენა: ქართული
მონაწილეები სხვა სკოლებიდან: მოსწავლეების მშობლები
საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან, ესგ–სთან კავშირი: ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია. პრაქტიკული უნარ– ჩვევები.
პროექტის ფასილიტატორი: ნ. დიასამიძე
ფასილიტატორის ელფოსტა: n.diasamidze1962@gmail.com
პროექტის ფორუმი:
პროექტის ვებ–გვერდი:http://furceli.blogspot.com
გაკვეთილის გეგმა